10 და 11 ოქტომბერს გორის მუნიციპალიტეტში ტანა-თეძმობის ყოველწლიური ფესტივალი გაიმართება, რომელიც სტუმრებს ორი დღის განმავლობაში კულტურულ, გასტრონომიულ, სპორტულ და გასართობ პროგრამას შესთავაზებს.
ფესტივალის პირველი დღე, 10 ოქტომბერი, 14:00 საათზე დაიწყება. სტუმრებს ელოდებათ კონცერტი, ცოცხალი მუსიკა, ადგილობრივი მეწარმეების გამოფენა, გორის საგანმანათლებლო და კულტურული მემკვიდრეობის გამოფენა, ოჩოფეხების შოუ და ცხენების ტური.
15:30 საათიდან ბავშვებისთვის მოეწყობა სპეციალური სივრცე, სადაც გაიმართება თოჯინების თეატრი, ანიმატორების პროგრამა, სახეზე ხატვისა და ძერწვის აქტივობები.
16:30 საათზე ფესტივალის სტუმრებს ქართული სამზარეულოს გასტროტური და მასტერკლასები, ასევე ღვინისა და კერძების დეგუსტაცია ელოდებათ. დღის პროგრამა 18:30 საათზე კონცერტითა და ცოცხალი მუსიკით გაგრძელდება.
ფესტივალის მეორე დღე, 11 ოქტომბერი, 12:00 საათზე მარიამის ხევში ლაშქრობით დაიწყება. მონაწილეებისთვის დაგეგმილია შემეცნებითი ლექცია და პიკნიკი.
15:00 საათიდან გაიმართება სპორტული შეჯიბრებები, ცხენების ტური, ადგილობრივი მეწარმეების გამოფენა და ქართული სამზარეულოს გასტროტური. ასევე წარმოდგენილი იქნება გორის საგანმანათლებლო და კულტურული მემკვიდრეობის გამოფენა.
16:30 საათზე სტუმრებს სამაგიდო და ინტელექტუალური თამაშები, ასევე ოჩოფეხების შოუ ელოდებათ.
საღამოს პროგრამა 19:00 საათზე პოეზიის საღამოთი და მუსიკალური ნომრით გაგრძელდება. 20:30 საათიდან გაიმართება შემოქმედებითი მასტერკლასები — სანთლის, ტაბაშირისა და ეპოქსიდის მიმართულებით. სტუმრებს ასევე შესაძლებლობა ექნებათ, დაათვალიერონ რობოკლუბისა და 3D მოდელების გამოფენები.
ფესტივალის დასკვნით ნაწილში, 22:00 საათზე, დაგეგმილია ანიმაციების ჩვენება, ფილმის ჩვენება და დისკუსია, ხოლო 23:00 საათზე ღონისძიება DJ-სეტით გაგრძელდება.
ტანა-თეძმობის ფესტივალი სტუმრებს შესაძლებლობას მისცემს, ერთ სივრცეში გაეცნონ ადგილობრივ კულტურას, ტრადიციებსა და სამზარეულოს, და ორი დღის განმავლობაში მრავალფეროვან ღონისძიებებში მიიღონ მონაწილეობა.