გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოს ცნობით, ქალაქში საერთო სარგებლობის სივრცეების მოვლა-პატრონობისა და დასუფთავების სამუშაოები ყოველდღიურ რეჟიმში გრძელდება.
მიმდინარეობს სკვერებისა და გზისპირა გაზონების დასუფთავება, მოირეცხა მიწისქვეშა გადასასვლელები, გაიწმინდა სანიაღვრე არხები.
სამუშაოები ჩატარდა ასევე გორიჯვრის ტაძრამდე მისასვლელ გზასა და მიმდებარე ტერიტორიაზე.



