გორი მუნიციპალიტეტის მასშტაბით საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესებისა და სატრანსპორტო მოძრაობის მოწესრიგების მიზნით ინფრასტრუქტურული სამუშაოები ხორციელდება.
კეთილმოწყობის სააგენტოს ინფორმაციით, სამუშაოების ფარგლებში განახლდება და დამონტაჟდება საგზაო ნიშნები, მოეწყობა სიჩქარის შემზღუდავი ხელოვნური ბარიერები და დასახლებული პუნქტების აღმნიშვნელი საინფორმაციო დაფები.
ასევე, შეიცვლება დაზიანებული ბოძკინტები და განახლდება ცხაურები.
სამუშაოების მიზანია გზებზე უსაფრთხო გადაადგილების პირობების გაუმჯობესება და მძღოლებისა და ქვეითებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა.