ხაშურის საბიბლიოთეკო გაერთიანებაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა, სადაც ბიბლიოთეკების წარმომადგენლებმა გაწეული საქმიანობა შეაჯამეს და სამომავლო გეგმები განიხილეს.
შეხვედრას გაერთიანებაში შემავალი ფილიალების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. საუბარი შეეხო თითოეული ბიბლიოთეკის საქმიანობას, არსებულ გამოწვევებსა და მიღწეულ შედეგებს.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სურამის ბიბლიოთეკის ახალი სივრცის მოწყობის საკითხს და ამ მიმართულებით სამომავლო გეგმებს.
შეხვედრის მიზანი გამოცდილების გაზიარება, არსებული საჭიროებების განხილვა და საბიბლიოთეკო მომსახურების განვითარებისთვის სამომავლო პრიორიტეტების განსაზღვრა იყო.