ვალუტა
USD 2.7143 ▲ 0.0082 EUR 2.9518 ▼ 0.0104 GBP 3.4076 ▲ 0.0031
ხუთშაბათი, 26 ნოემბერი 2026
FB
tvmonitoringi
საზოგადოება

სოფელ ბებნისში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბებნისში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება. მიმდინარე სამუშაოებს ქარელის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა გულიაშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, გაეცნო.

პროექტის ფარგლებში გზის დაზიანებული საფარის სრული დემონტაჟი განხორციელდა და ამჟამად ახალი ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება მიმდინარეობს.

მუნიციპალური გზების მოვლა-შენახვის პროგრამის ფარგლებში ანალოგიური სამუშაოები უკვე შესრულდა ქალაქ ქარელში, ცაბაძის ქუჩასა და სოფელ ქვემო ხვედურეთში.

პროგრამა მიზნად ისახავს მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას და ადგილობრივი მოსახლეობისთვის გადაადგილების კომფორტული და უსაფრთხო პირობების შექმნას.

გაზიარება Facebook X

მსგავსი სიახლეები

დღის სიახლეები

ხაშურში სამი ცენტრალური ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ხაშურში სააკაძის, ლომოურისა და ასათიანის ქუჩების რეაბილიტაცია გრძელდება. მიმდინარე სამუშაოებს მუნიციპალიტეტის მერი პაატა ჩადუნელი, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.…

tvmonitoringi · 1 წთ
საზოგადოება

გიორგობისთვის გორიჯვრის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს – მოწესრიგდა გზაც და საფეხმავლო ბილიკებიც

გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტომ გორიჯვრის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავა. სააგენტოს თანამშრომლებმა ფერდობიდან ჩამოშლილი მიწის მასისგან გაწმინდეს ტაძრამდე…

tvmonitoringi · 1 წთ
საზოგადოება

ქარელის სოფელ ბრეთის მეურნეობაში სპორტდარბაზამდე მისასვლელ გზას ასფალტი და საფეხმავლო ბილიკი მოეწყობა

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბრეთის მეურნეობაში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია უტარდება სპორტდარბაზამდე მისასვლელ გზას. სამუშაოების მიმდინარეობას ქარელის მუნიციპალიტეტის…

tvmonitoringi · 1 წთ

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება.