გორში, შოთა ჩოჩიშვილის სახელობის კომპლექსური სპორტული სკოლის დარბაზში, საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადის მუნიციპალური ეტაპის შეჯიბრება ხელბურთში გაიმართა.
პირველი ადგილი გორის მე-5 საჯარო სკოლის გუნდმა დაიკავა, რომელმაც ფინალში მე-4 საჯარო სკოლა ანგარიშით 26:13 დაამარცხა.
მესამე ადგილზე მე-9 საჯარო სკოლის გუნდი გავიდა. მესამე ადგილისთვის შეხვედრაში მათ მე-8 საჯარო სკოლას 15:11 მოუგეს.
შეჯიბრების შედეგები:
● I ადგილი — გორის მე-5 საჯარო სკოლა;
● II ადგილი — გორის მე-4 საჯარო სკოლა;
● III ადგილი — გორის მე-9 საჯარო სკოლა.
საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადა სპორტის რვა სახეობაში, ქვეყნის მასშტაბით ტარდება. მუნიციპალური ეტაპი დეკემბერში დასრულდება, რის შემდეგაც შეჯიბრება რეგიონული, ზონალური და ფინალური ეტაპებით გაგრძელდება.
გორის მუნიციპალიტეტში ოლიმპიადის ორგანიზატორები გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტო და ფეხბურთის კლუბი „გორი“ არიან.