გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს შოთა ჩოჩიშვილის სახელობის კომპლექსურ სპორტულ სკოლაში მაგიდის ჩოგბურთის სექციაზე მსურველთა მიღება გრძელდება.
ვარჯიშები კვირაში ორჯერ, ყოველ სამშაბათსა და ხუთშაბათს, 10:00 საათზე ტარდება. მეცადინეობებში მონაწილეობა 7 წლის ასაკიდან არის შესაძლებელი.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მიმართონ შოთა ჩოჩიშვილის სახელობის კომპლექსური სპორტული სკოლის ადმინისტრაციას.
მისამართი: გორი, სტალინის ქუჩა №11, პირველი სართული.