გორის მუნიციპალიტეტში საზოგადოებრივი სივრცეების მოვლა-პატრონობა და ინფრასტრუქტურის განახლება აქტიურად მიმდინარეობს. ამორტიზებული სკამების, სანაგვე ურნების, საბავშვო ატრაქციონებისა და სპორტული ტრენაჟორების აღდგენა-განახლების სამუშაოებს გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტო ახორციელებს. სააგენტო აღნიშნული სამუშაოების განხორციელებას ეტაპობრივად სხვადასხვა ლოკაციაზე აგრძელებს, რაც საზოგადოებრივი სივრცეების უსაფრთხოების, ფუნქციურობისა და ვიზუალური იერსახის გაუმჯობესებას ემსახურება.
გორის მუნიციპალიტეტში ამორტიზებული ინფრასტრუქტურის განახლება გრძელდება