ვალუტა
USD 2.7143 ▲ 0.0082 EUR 2.9518 ▼ 0.0104 GBP 3.4076 ▲ 0.0031
სამშაბათი, 28 ივლისი 2026
FB
tvmonitoringi
საზოგადოება

ხაშურში, სააკაძის და კოსტავას ქუჩების რეაბილიტაცია აქტიურად ხორციელდება

ხაშურში სააკაძისა და კოსტავას ქუჩების რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია. მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ ხაშურის მუნიციპალიტეტის მერი პაატა ჩადუნელი, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე მიხეილ ფავლენიშვილი და მერის მოადგილე გიორგი პაპიაშვილი.

პროექტის ფარგლებში იგეგმება საგზაო ინფრასტრუქტურის სრულყოფილი რეაბილიტაცია, რაც ადგილობრივი მოსახლეობისა და მუნიციპალიტეტის სტუმრებისთვის გადაადგილებას უფრო უსაფრთხოსა და კომფორტულს გახდის. სააკაძისა და კოსტავას ქუჩები ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს და მათ ყოველდღიურად იყენებენ როგორც აღნიშნულ ქუჩებზე მცხოვრები მოქალაქეები, ისე ქალაქისა და მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების მოსახლეობა.

სააკაძის ქუჩის რეაბილიტაციის პროექტის ღირებულება 4 520 000 ლარს შეადგენს, ხოლო კოსტავას ქუჩის რეაბილიტაციისთვის 1 751 945 ლარია გათვალისწინებული.

მუნიციპალიტეტში მიმდინარე წლის განმავლობაში დაგეგმილია ასევე აღმაშენებლის, ლომოურის, ასათიანის, ბექაურის, ყიფიანის, 9 აპრილისა და სხვა ქუჩების, ასევე ქალაქის ცენტრალური მოედნის რეაბილიტაცია.

საერთო ჯამში, ქალაქ ხაშურში 15 ქუჩის რეაბილიტაციისთვის 19 მილიონი ლარია გამოყოფილი. პროექტების განხორციელება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქალაქის ურბანული ინფრასტრუქტურის განვითარებას, საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესებასა და მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის ამაღლებას.

 

 

გაზიარება Facebook X

მსგავსი სიახლეები

საზოგადოება

რატომ არის მნიშვნელოვანი ტრაქტორის სწორად შერჩევა?რატომ არის მნიშვნელოვანი ტრაქტორის სწორად შერჩევა?

ტრაქტორის შერჩევა დიდ გამოცდილებასა და მრავალი ფაქტორის გათვალისწინებას მოითხოვს. საქმე ისაა, რომ აგროპროცესების ხარჯთეფექტურობას და აგრონომიულ შედეგებს მნიშვნელოვნად განაპირობებს სწორად…

tvmonitoringi · 4 წთ
საზოგადოება

გორის მუნიციპალიტეტში ჯგუფური ქურდობის ბრალდებით 4 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ბრალდებით, 4 პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა,…

tvmonitoringi · 1 წთ
საზოგადოება

გორის მუნიციპალიტეტში ამორტიზებული ინფრასტრუქტურის განახლება გრძელდება

გორის მუნიციპალიტეტში საზოგადოებრივი სივრცეების მოვლა-პატრონობა და ინფრასტრუქტურის განახლება აქტიურად მიმდინარეობს. ამორტიზებული სკამების, სანაგვე ურნების, საბავშვო ატრაქციონებისა და სპორტული ტრენაჟორების აღდგენა-განახლების…

tvmonitoringi · 1 წთ

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება.