ვალუტა
USD 2.7143 ▲ 0.0082 EUR 2.9518 ▼ 0.0104 GBP 3.4076 ▲ 0.0031
სამშაბათი, 15 სექტემბერი 2026
FB
tvmonitoringi
საზოგადოება

ქარელის სოფელ დირბში შიდა საუბნო გზების ასფალტირება მიმდინარეობს

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბში შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. სამუშაოები საქართველოს მთავრობის 2026 წლის 10 მარტის №509 განკარგულებისა და ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.

პროექტის ფარგლებში სოფელ დირბში სამი მონაკვეთის კეთილმოწყობაა დაგეგმილი. ჯამში მოეწყობა დაახლოებით 1.3 კილომეტრი ასფალტობეტონის საფარი, გზებთან მიერთებები, ეზოებში შესასვლელები და სანიაღვრე არხი.

პროექტის განხორციელება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სოფლის საგზაო ინფრასტრუქტურას და ადგილობრივი მოსახლეობისთვის გადაადგილებას უფრო კომფორტულსა და უსაფრთხოს გახდის.

სამუშაოების მიმდინარეობას ქარელის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა გულიაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები გაეცნენ.

პროექტს შპს „გზების და მშენებლობის ჯგუფი“ ახორციელებს.

 

გაზიარება Facebook X

მსგავსი სიახლეები

საზოგადოება

გორის სპორტის სააგენტოში ახალი სასწავლო-საწვრთნელი წელი 16 სექტემბერს დაიწყება

გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოში ახალი სასწავლო-საწვრთნელი წელი 16 სექტემბერს დაიწყება. სააგენტოს შემადგენლობაში შემავალ ხუთივე სასპორტო სკოლაში ვარჯიშები…

tvmonitoringi · 2 წთ
საზოგადოება

ხაშურის სოფელ ქაშვეთში ბეტონის გზის მოწყობის სამუშაოები სრულდება

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქაშვეთში ბეტონის გზის მოწყობის სამუშაოები სრულდება. გზის მოწყობის გადაწყვეტილება სოფლის მოსახლეობამ „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში გამართულ საერთო…

tvmonitoringi · 1 წთ
საზოგადოება

კასპის მუნიციპალიტეტის 28 საბავშვო ბაღი ახალი სასწავლო წლისთვის მზად არის

კასპის მუნიციპალიტეტის 28 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება ახალი სასწავლო წლის დასაწყებად მზად არის. სასწავლო წელი სკოლამდელ დაწესებულებებში 15 სექტემბერს დაიწყება. ახალი…

tvmonitoringi · 1 წთ

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება.