ვალუტა
USD 2.7143 ▲ 0.0082 EUR 2.9518 ▼ 0.0104 GBP 3.4076 ▲ 0.0031
ოთხშაბათი, 21 ოქტომბერი 2026
FB
tvmonitoringi
საზოგადოება

ქარელის სოფელ ჭანდრებში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანდრებში შიდა საუბნო გზის მოწესრიგების სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია დაახლოებით 120 მეტრი არმირებული რკინა-ბეტონის გზის მოწყობა, ასევე გზასთან მიერთებებისა და ეზოებში შესასვლელების კეთილმოწყობა. პროექტი ასევე ითვალისწინებს გზის გვერდულების ქვიშა-ხრეშოვანი ნარევით შევსებას.

საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოები „სოფლის მხარდაჭერის პროგრამისა“ და ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.

პროექტის განხორციელება ადგილობრივი მოსახლეობისთვის გადაადგილებას უფრო უსაფრთხოსა და კომფორტულს გახდის და სოფლის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.

სამუშაოების მიმდინარეობას ქარელის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა გულიაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები გაეცნენ.

პროექტს შპს „თაია ჯგუფი 1“ ახორციელებს.

გაზიარება Facebook X

მსგავსი სიახლეები

საზოგადოება

დავით მაზმიშვილის დასახმარებლად გორში საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება

32 წლის დავით მაზმიშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება. მას თურქეთში, კლინიკა „მემორიალში“, სამი რთული ოპერაცია უნდა ჩაუტარდეს, რომელთა საერთო ღირებულება 205…

tvmonitoringi · 1 წთ
საზოგადოება

შიდა ქართლის მუნიციპალიტეტებში ვეტერანის დღე აღინიშნა

17 ოქტომბერს გორის, კასპისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებში ვეტერანის დღე აღინიშნა. გორის, კასპისა და ხაშურის მუნიციპალიტეტების ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ვეტერანებთან და…

tvmonitoringi · 1 წთ
საზოგადოება

ხაშურში საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი, ხაშურის მუნიციპალიტეტის მერ პაატა ჩადუნელთან ერთად, ქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო. მხარეებმა კონტრაქტორი კომპანიების…

tvmonitoringi · 1 წთ

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება.