ვალუტა
USD 2.7143 ▲ 0.0082 EUR 2.9518 ▼ 0.0104 GBP 3.4076 ▲ 0.0031
პარასკევი, 30 ოქტომბერი 2026
FB
tvmonitoringi
სხვადასხვა

საოკუპაციო ხაზთან, სოფელ არბოში სახელოვნებო ფესტივალი „გზავნილი მშვიდობას“ გაიმართება

15 აგვისტოს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ არბოში, ანტონ ფურცელაძის ისტორიულ სასახლეში, ყოველწლიური სახელოვნებო ფესტივალი „გზავნილი მშვიდობას“ გაიმართება.

ფესტივალის მთავარი მიზანი ხელოვნებისა და კულტურის საშუალებით მშვიდობის იდეის გაძლიერება, საზოგადოების გაერთიანება და საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობის მხარდაჭერაა.

ღონისძიება 12:00 საათზე, არბოს ტაძარში, აგვისტოს ომში დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდით გაიხსნება. ამის შემდეგ სტუმრებს ანტონ ფურცელაძის ისტორიული სასახლის ეზოში მრავალფეროვანი კულტურული პროგრამა ელოდებათ.

15:00 საათზე გაიმართება კინოჩვენება და დისკუსია. მაყურებელი მერაბ ჩხაიძის ფილმს „აგვისტოს ომზე“ და გიორგი ჭუმბურიძის ფილმს „შავი შაშვი ჩიო-ოო-და“ იხილავს, რომელიც ანზორ ერქომაიშვილის ხსოვნას ეძღვნება.

17:00 საათზე პოეზიის საათი დაიწყება. საკუთარი შემოქმედებით აუდიტორიის წინაშე გიორგი სოსიაშვილი და ქეთი ჯოლბორდი წარდგებიან.

ფესტივალის პროგრამა 19:00 საათზე საზეიმო დახურვით დასრულდება, რომელსაც ანსამბლ „მართვეს“ კონცერტი დაასრულებს.

„მადლობა ღმერთს, ჩვენ ხალხს არც გონება და არც ხალისი არ აკლია, მხოლოდ უნდათ მაგალითის დანახვება…“ — წერდა ანტონ ფურცელაძე. სწორედ ამ სულისკვეთებით შექმნილი ფესტივალი საზოგადოებას ხელოვნების, კულტურისა და მშვიდობის იდეის გარშემო აერთიანებს.

ფესტივალზე დასწრება თავისუფალია და ღონისძიებაზე დასწრება ყველა მსურველს შეუძლია.

პროექტი საქართველოს კულტურის სამინისტროს, სსიპ „შემოქმედებითი საქართველოსა“ და გორის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით ხორციელდება. ფესტივალის კოლაბორატორი და თანაორგანიზატორია „ARTVISION“.

 

გაზიარება Facebook X

მსგავსი სიახლეები

სხვადასხვა

გორში ქუჩებისა და სკვერების დასუფთავება მიმდინარეობს

გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოს ცნობით,  შემოდგომის სეზონზე ქუჩებისა და საზოგადოებრივი სივრცეების დასუფთავების სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. სპეციალური ფოთოლშემკრები ტექნიკის დახმარებით, ქალაქის…

tvmonitoringi · 1 წთ
სპორტი

გორელმა მოჭიდავეებმა გიორგი ხინჩეგაშვილის მემორიალურ ტურნირზე 8 მედალი მოიპოვეს

გორში გიორგი ხინჩეგაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალური საერთაშორისო ტურნირი გაიმართა თავისუფალ ჭიდაობაში, ჭაბუკებს შორის. შეჯიბრებას გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე ბუზალაძე დაესწრო.…

tvmonitoringi · 1 წთ
სხვადასხვა

გორში ძმები რომელაშვილების სახელობის მემორიალური საერთაშორისო ტურნირი გაიმართება

გორში ჩატარებულ საერთაშორისო ტურნირს „Open Gori“ 2027 წლიდან ძმები გიორგი და გელა რომელაშვილების სახელობის მემორიალური ტურნირის სტატუსი ექნება. გადაწყვეტილების შესახებ…

tvmonitoringi · 1 წთ

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება.