ვალუტა
USD 2.7143 ▲ 0.0082 EUR 2.9518 ▼ 0.0104 GBP 3.4076 ▲ 0.0031
ხუთშაბათი, 15 ოქტომბერი 2026
FB
tvmonitoringi
სპორტი

გორელმა მოჭიდავეებმა გიორგი ხინჩეგაშვილის მემორიალურ ტურნირზე 8 მედალი მოიპოვეს

გორში გიორგი ხინჩეგაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალური საერთაშორისო ტურნირი გაიმართა თავისუფალ ჭიდაობაში, ჭაბუკებს შორის. შეჯიბრებას გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე ბუზალაძე დაესწრო.

ტურნირში სხვადასხვა ქვეყნის სპორტსმენები 10 წონით კატეგორიაში ასპარეზობდნენ. საერთო შედეგებით, პირველი ადგილი გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს გუნდმა დაიკავა.

გორელმა მოჭიდავეებმა 4 ოქროს, 2 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

ოქროს მედლები: თორნიკე დვალიშვილი (45 კგ), ზურაბ დოთიაშვილი (55 კგ), გიორგი ლობჟანიძე (60 კგ) და ზუკა წინამძღვრიშვილი (71 კგ).

ვერცხლის მედლები: გიორგი ქარელი (55 კგ) და ავთანდილ კახიაშვილი (110 კგ).

ბრინჯაოს მედლები: დავით ბრეგვაძე (80 კგ) და ანდრია დოიჯაშვილი (92 კგ).

ტურნირის მხარდამჭერი საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია იყო.

გიორგი ხინჩეგაშვილი გორის თავისუფალი ჭიდაობის სკოლის აღზრდილი, ახალგაზრდებსა და ჭაბუკებს შორის მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი იყო. იგი 1999 წელს გარდაიცვალა. მისი ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალური ტურნირი 2016 წელს, პირადი მწვრთნელის, ნუგზარ სხირელის ინიციატივით დაარსდა.

გაზიარება Facebook X

მსგავსი სიახლეები

სპორტი

ხაშურის „ივერია“ U11 ტურნირის ჩემპიონი გახდა

ტყიბულში, იოსებ ლორთქიფანიძის ხსოვნისადმი მიძღვნილ U11 ასაკის ფეხბურთელთა ტურნირზე, ხაშურის კომპლექსური სასპორტო სკოლის გუნდმა „ივერიამ“ პირველი ადგილი დაიკავა. ფინალურ შეხვედრაში…

tvmonitoringi · 1 წთ
საზოგადოება

ქარელის ცენტრალური სტადიონის რეაბილიტაცია 2027 წელს დასრულდება – პროექტის ღირებულება 4 მილიონი ლარია

ქარელის ცენტრალურ საფეხბურთო სტადიონზე სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. მიმდინარე სამუშაოები შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა სიმონ გულედანმა, ქარელის მუნიციპალიტეტის მერთან ზაზა…

tvmonitoringi · 1 წთ
სპორტი

გორში „შიდა ქართლის სპორტული თამაშების 2026“ ფარგლებში მძლეოსნური გარბენი გაიმართა

შიდა ქართლის ოთხივე მუნიციპალიტეტის მონაწილეობით მძლეოსნური გარბენი გაიმართა, რომელშიც 200-ზე მეტმა მონაწილემ იასპარეზა. შეჯიბრებას ესწრებოდნენ გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თორნიკე…

tvmonitoringi · 1 წთ

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება.