ღონისძიების ფარგლებში სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეთვალიერებინათ ძველი გორის 40 საარქივო ფოტოსგან შემდგარი გამოფენა, ენახათ XIX-XX საუკუნეების მიჯნის ქალაქურ სამოსში გამოწყობილი მსახიობების თეატრალიზებული პერფორმანსი და მოესმინათ დისკუსიისთვის „საუბრები ძველ გორზე“, რომელიც ქალაქის ისტორიასა და კულტურულ მემკვიდრეობას მიეძღვნა.
საღამოს მუსიკალურ გაფორმებაზე ჯაზ-ბენდმა „კანუდოსმა“ იზრუნა. ჯგუფმა კლასიკური ჯაზის კომპოზიციები შეასრულა, რომლებმაც ძველი ქალაქის სივრცეს განსაკუთრებული განწყობა შესძინა.
პროექტის მიზანი გორის კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია, ძველი ქალაქის ისტორიის, არქიტექტურისა და ყოველდღიური ცხოვრების ფართო საზოგადოებისთვის გაცნობა იყო.
ღონისძიება განხორციელდა გორის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურული ღონისძიებების პროექტების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში.





