ვალუტა
USD 2.7143 ▲ 0.0082 EUR 2.9518 ▼ 0.0104 GBP 3.4076 ▲ 0.0031
სამშაბათი, 4 აგვისტო 2026
FB
tvmonitoringi
დღის სიახლეები

ირაკლი კობახიძემ შოვის ტრაგედიის მსხვერპლთა ხსოვნას პატივი მიაგო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, თბილისის მერ კახა კალაძესა და ინფრასტრუქტურის მინისტრ რევაზ სოხაძესთან ერთად, შოვში 2023 წლის 3 აგვისტოს მომხდარი ტრაგედიის 3 წლისთავთან დაკავშირებით, დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილ მემორიალთან იმყოფებოდა.

მთავრობის მეთაურმა პატივი მიაგო ტრაგედიის მსხვერპლთა ხსოვნას და დაღუპულთა ოჯახებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა.

პრემიერ-მინისტრი, მთავრობის, პარლამენტისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, დაღუპულთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრო, რომელიც სასულიერო პირებმა ტრაგედიის მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალთან გადაიხადეს.

„სამი წელიწადი გავიდა იმ ტრაგედიიდან, რომელმაც შეძრა მთლიანად ჩვენი ქვეყანა. თითოეული ჩვენგანისთვის ეს იყო უდიდესი ტრაგედია. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მომავალში თავიდან იყოს არიდებული მსგავსი ტიპის ტრაგედიები. ამ მიმართულებით, კონკრეტულად მყინვარული პროცესების კუთხით, სამუშაოები ჩატარდა შვეიცარიულ კომპანიასთან ერთად და არის წინასწარი კვლევის შედეგები. სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ მომავალში თავიდან იყოს არიდებული მსგავსი ტიპის საფრთხეები. ეს იყო უდიდესი ტრაგედია ჩვენი ქვეყნისთვის, პირველ რიგში, დაღუპულთა ოჯახებისთვის და კიდევ ერთხელ გამოვთქვამ სამძიმარს მათ მიმართ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გაზიარება Facebook X

მსგავსი სიახლეები

დღის სიახლეები

როგორ მოვიქცეთ ზაფხულის ცხელ დღეებში – რეკომენდაციები მოსახლეობას

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მოქალაქეებს რეკომენდაციებით მიმართავს. ცენტრის ინფორმაციით,…

tvmonitoringi · 2 წთ
დღის სიახლეები

სიმონ გულედანმა მუნიციპალიტეტების მერებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი რწმუნებულის პირველ მოადგილესთან მიხეილ ფავლენიშვილთან ერთად, გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტების მერებს შეხვდა.…

tvmonitoringi · 1 წთ
დღის სიახლეები

არასრულწლოვანების მიმართ შეურაცხმყოფელი ტექსტების გავრცელების და მუქარის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, რომ სოციალურ ქსელში, ერთ-ერთი გვერდის მეშვეობით ვრცელდება სხვადასხვა პირის, მათ შორის არასრულწლოვანების მიმართ შეურაცხმყოფელი…

tvmonitoringi · 2 წთ

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება.