ვალუტა
USD 2.7143 ▲ 0.0082 EUR 2.9518 ▼ 0.0104 GBP 3.4076 ▲ 0.0031
ოთხშაბათი, 21 ოქტომბერი 2026
FB
tvmonitoringi
განათლება

პირველი კლასის მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმების რეალიზაცია 1–14 სექტემბრის პერიოდში განხორციელდება

პირველ ეტაპზე სასკოლო ფორმების რეალიზაცია პირველი კლასის მოსწავლეებისთვის 1–14 სექტემბრის პერიოდში მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელდება. ხოლო, მეორე და მესამე ეტაპებზე ფორმების რეალიზაცია II–VI კლასების მოსწავლეებისთვის ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება. ინფორმაციას ამის შესახებ შპს „საგანმანათლებლო რესურსები“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, „საგანმანათლებლო რესურსების“ დირექტორი მიხეილ ყუფარაძე ETON KIDD-ის საწარმოს ეწვია, სადაც სასკოლო ფორმების წარმოების პროცესს, გამოყენებულ ტექნოლოგიებს და ხარისხის კონტროლის მექანიზმებს გაეცნო.

„შეგახსენებთ, რომ სამინისტროს შპს „საგანმანათლებლო რესურსებმა“ მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმების შეკერვის მიზნით ბაზრის კვლევა გამოაცხადა, რომლის შედეგადაც გამარჯვებულად საქართველოში რეგისტრირებული ჩინური კომპანია Glory Textile Industry გამოვლინდა.

კომპანიამ სასკოლო ფორმების დამზადებისა და საქართველოში მიწოდების უზრუნველსაყოფად ჩინეთში მოქმედ მწარმოებელ ბრენდთან, Jiangsu SUMEC ETON KIDD Brand Management-თან ითანამშრომლა.

სასკოლო ფორმების ჩინეთიდან საქართველოში მოწოდება სამ ეტაპად განხორციელდება: I ეტაპი – 25 აგვისტო; II ეტაპი – 15 ოქტომბერი; III ეტაპი – 30 ნოემბერი.

პირველ ეტაპზე სასკოლო ფორმების რეალიზაცია პირველი კლასის მოსწავლეებისთვის 1–14 სექტემბრის პერიოდში მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელდება. ხოლო, მეორე და მესამე ეტაპებზე ფორმების რეალიზაცია II–VI კლასების მოსწავლეებისთვის ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება“, – ნათქვამია საგანმანათლებლო რესურსების ინფორმაციაში.

 

https://www.facebook.com/permalink.php?story_fbid=122104581597290971&id=61588729132828&ref=embed_post

 

გაზიარება Facebook X

მსგავსი სიახლეები

განათლება

გორში ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოეს

გორში განათლების სისტემაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოეს. მათ მადლობის სიგელები განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ზვიად გაბისონიამ,…

tvmonitoringi · 1 წთ
განათლება

ხაშურში საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურასა და არსებულ გამოწვევებზე შეხვედრა გაიმართა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ხაშურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებს, მასწავლებლებსა და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა.…

tvmonitoringi · 1 წთ
განათლება

ქარელში ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვეს

ქარელის კულტურის ცენტრში პედაგოგების დაჯილდოებისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. მომავალი თაობის აღზრდასა და განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ღვაწლმოსილ მასწავლებლებს საპატიო ჯილდოები…

tvmonitoringi · 1 წთ

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება.