დღეს, 8 აგვისტოს, ქარელის მუნიციპალიტეტში 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და კიდევ ერთხელ გაიხსენეს აგვისტოს ომში დაღუპული ქართველი სამხედროები.
მემორიალთან მამა ვიტალიმ დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი აღავლინა.
18 წლის შემდეგაც, აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა ხსოვნა საქართველოსთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ეროვნულ მეხსიერებად რჩება.


