კასპის მუნიციპალიტეტში 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული გმირები გაიხსენეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.
ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლებმა, ასევე ომის ვეტერანებმა, კასპში გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. მემორიალთან მამა რომანოზმა ომში დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.
გმირების ხსოვნის პატივსაცემად, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაღუპულთა მშობლიურ სოფლებსაც ეწვივნენ და მათი საფლავები გვირგვინებით შეამკეს.
2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, კასპის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მუნიციპალური დროშები დაშვებულია.


