ვალუტა
USD 2.7143 ▲ 0.0082 EUR 2.9518 ▼ 0.0104 GBP 3.4076 ▲ 0.0031
ოთხშაბათი, 21 ოქტომბერი 2026
FB
tvmonitoringi
საზოგადოება

„ძლევაი საკვირველი“ – კასპის მუნიციპალიტეტი დიდგორობას შეუერთდა

12 აგვისტოს საქართველოში სახალხო დღესასწაული დიდგორობა აღინიშნა. დიდგორის ბრძოლიდან, რომელსაც საქართველოს ისტორიაში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, 905 წელი შესრულდა.

სახალხო დღესასწაული „დიდგორობა“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, დიდგორის ველზე, ღია ცის ქვეშ გაიმართა.

ტრადიციულად, ღონისძიებაში კასპის მუნიციპალიტეტიც მონაწილეობდა. სტუმრებისთვის წარმოდგენილი იყო სპეციალური კუთხე, სადაც ქართული რეწვისა და ხელოვნების ნიმუშები, ხალხური საკრავები და სხვა საინტერესო ექსპონატები გამოიფინა.

საკონცერტო პროგრამაში მონაწილეობდნენ კასპის მამაკაცთა ფოლკლორული ანსამბლი „მოურავი“ და ხალხურ საკრავთა ბავშვთა ანსამბლი „კავთურა“.

ღონისძიებას კასპის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

დიდგორობა ქართული ისტორიის, ეროვნული ერთიანობისა და გამარჯვების სიმბოლოსადმი მიძღვნილი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სახალხო დღესასწაულია.

გაზიარება Facebook X

მსგავსი სიახლეები

საზოგადოება

დავით მაზმიშვილის დასახმარებლად გორში საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება

32 წლის დავით მაზმიშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება. მას თურქეთში, კლინიკა „მემორიალში“, სამი რთული ოპერაცია უნდა ჩაუტარდეს, რომელთა საერთო ღირებულება 205…

tvmonitoringi · 1 წთ
საზოგადოება

შიდა ქართლის მუნიციპალიტეტებში ვეტერანის დღე აღინიშნა

17 ოქტომბერს გორის, კასპისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებში ვეტერანის დღე აღინიშნა. გორის, კასპისა და ხაშურის მუნიციპალიტეტების ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ვეტერანებთან და…

tvmonitoringi · 1 წთ
საზოგადოება

ხაშურში საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი, ხაშურის მუნიციპალიტეტის მერ პაატა ჩადუნელთან ერთად, ქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო. მხარეებმა კონტრაქტორი კომპანიების…

tvmonitoringi · 1 წთ

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება.