ვალუტა
USD 2.7143 ▲ 0.0082 EUR 2.9518 ▼ 0.0104 GBP 3.4076 ▲ 0.0031
ოთხშაბათი, 21 ოქტომბერი 2026
FB
tvmonitoringi
საზოგადოება

ხაშურის ბიბლიოთეკა მოქალაქეებს „წიგნის ბუდის“ გამოყენების წესების დაცვისკენ მოუწოდებს

ხაშურის მუნიციპალიტეტის საბიბლიოთეკო გაერთიანება მოქალაქეებს მოუწოდებს, ცენტრალური ბიბლიოთეკის მიმდებარე სკვერში განთავსებული „წიგნის ბუდით“ სარგებლობისას დაწესებული პრინციპი დაიცვან.

„წიგნის ბუდე“ მოქალაქეებისთვის წიგნების თავისუფალი გაცვლის სივრცეა, სადაც შესაძლებელია წიგნის წაღება, წაკითხვა და შემდეგ მისი უკან დაბრუნება ან სხვა წიგნით ჩანაცვლება.

ბიბლიოთეკის ინფორმაციით, არაერთი მცდელობის მიუხედავად, „წიგნის ბუდეში“ განთავსებული წიგნები ხშირად აღარ ბრუნდება.

საბიბლიოთეკო გაერთიანება ხაშურელებს მოუწოდებს, გამოიჩინონ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და წაკითხული წიგნები კვლავ „წიგნის ბუდეში“ დააბრუნონ ან ახალი წიგნით ჩაანაცვლონ.

„წიგნის ბუდე“ სწორედ იმისთვის შეიქმნა, რომ წიგნი ერთმა ადამიანმა წაიკითხოს, შემდეგ კი მისი გაზიარებით სხვასაც მიეცეს კითხვის შესაძლებლობა.

გაზიარება Facebook X

მსგავსი სიახლეები

საზოგადოება

დავით მაზმიშვილის დასახმარებლად გორში საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება

32 წლის დავით მაზმიშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება. მას თურქეთში, კლინიკა „მემორიალში“, სამი რთული ოპერაცია უნდა ჩაუტარდეს, რომელთა საერთო ღირებულება 205…

tvmonitoringi · 1 წთ
საზოგადოება

შიდა ქართლის მუნიციპალიტეტებში ვეტერანის დღე აღინიშნა

17 ოქტომბერს გორის, კასპისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებში ვეტერანის დღე აღინიშნა. გორის, კასპისა და ხაშურის მუნიციპალიტეტების ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ვეტერანებთან და…

tvmonitoringi · 1 წთ
საზოგადოება

ხაშურში საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი, ხაშურის მუნიციპალიტეტის მერ პაატა ჩადუნელთან ერთად, ქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო. მხარეებმა კონტრაქტორი კომპანიების…

tvmonitoringi · 1 წთ

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება.