ვალუტა
USD 2.7143 ▲ 0.0082 EUR 2.9518 ▼ 0.0104 GBP 3.4076 ▲ 0.0031
ოთხშაბათი, 21 ოქტომბერი 2026
FB
tvmonitoringi
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე – 2008 წლის ომი არის მნიშვნელოვანი გაკვეთილი, რომელიც ადასტურებს, რომ საქართველოს უსაფრთხოება და ინტერესები ვერ იქნება დამოკიდებული სხვა სახელმწიფოების კეთილ ნებაზე

2008 წლის ომი არის მნიშვნელოვანი გაკვეთილი, ის კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს უსაფრთხოება და სახელმწიფოებრივი ინტერესები ვერ იქნება დამოკიდებული სხვა სახელმწიფოების კეთილ ნებაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, საბოლოო პასუხისმგებლობა საკუთარ ქვეყანაზე თავად საქართველოს ხელისუფლებასა და ქართველ ხალხს ეკისრება.

„ეს მოცემულობა კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოს სათავეში მყოფმა ხელისუფლებამ ნებისმიერ ვითარებაში წინა პლანზე საკუთარი ქვეყნის ინტერესები დააყენოს. უცხო ქვეყნის ინტერესებთან თანხვედრა, თუნდაც მას მოკლევადიან პერსპექტივაში კონკრეტული სარგებელი მოჰქონდეს, ვერასოდეს უნდა გახდეს საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესების ჩანაცვლების საფუძველი“, – განაცხადა კობახიძემ.

გაზიარება Facebook X

მსგავსი სიახლეები

დღის სიახლეები

პრემიერმა სუს-ის უფროსის თანამდებობაზე თამაზ ბორაშვილი წარადგინა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პოზიციაზე პარლამენტს თამაზ ბორაშვილის კანდიდატურას წარუდგენენ. ამის შესახებ პრემიერმა ბრიფინგზე განაცხადა.…

tvmonitoringi · 3 წთ
დღის სიახლეები

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გეკა გელაძე თანამდებობიდან გადადგა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გეკა გელაძე თანამდებობიდან გადადგა. მის განცხადებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სოციალურ ქსელში აქვეყნებს. “მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების…

tvmonitoringi · 1 წთ
პოლიტიკა

რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა აღარ შეიქმნება – შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა აღარ შეიქმნება – პარლამენტს აღნიშნული თანამდებობა საშემოდგომო სესიაზე…

tvmonitoringi · 2 წთ

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება.