გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში დამატებითი რეგისტრაცია 24 აგვისტოს, 12:00 საათზე დაიწყება და 31 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება.
რეგისტრაცია ონლაინ რეჟიმში, ვებგვერდზე www.gorikids.ge, მხოლოდ იმ საბავშვო ბაღებში იქნება შესაძლებელი, სადაც ვაკანტური ადგილებია. თავისუფალი ადგილების შესახებ ინფორმაციის ნახვა ასევე ვებგვერდზეა შესაძლებელი.
რეგისტრაციის წარმატებით გავლის შემდეგ, მშობელმა ან კანონიერმა წარმომადგენელმა სააგენტოში შემდეგი დოკუმენტები უნდა წარადგინოს:
- ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;
- ბავშვის ჯანმრთელობის ცნობა;
- ორი ფოტოსურათი (3×4);
- მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის პირადობის მოწმობის ასლი;
- შშმ ბავშვის შემთხვევაში — ფორმა №100 და სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული შეფასების რეკომენდაცია.
საბუთების წარდგენის ვადა 1-დან 7 სექტემბრის ჩათვლითაა.