ვალუტა
USD 2.7143 ▲ 0.0082 EUR 2.9518 ▼ 0.0104 GBP 3.4076 ▲ 0.0031
ხუთშაბათი, 20 აგვისტო 2026
FB
tvmonitoringi
საზოგადოება

“დედა, ცოცხალი ვარ” – 12 წლის წინ გაუჩინარებული გურამ დადიანიძის Facebook-გვერდზე გუშინ ღამით ოსურ ენაზე პოსტი გამოქვეყნდა

12 წლის წინ მლეთიდან გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედის ადვოკატმა, ტარიელ კაკაბაძემ, როგორც ,,ტვ პირველთან“ განაცხადა  უკვე იცის იმ FB-მომხმარებლის IP მისამართი, ვინც სოფო ბიბილაშვილს დაუწერა – “დედა, ცოცხალი ვარ”.

“დედა, ცოცხალი ვარო, ვინც დაპოსტა, რომელი ქვეყნიდან, მისი IP მისამართი უკვე გარკვეული მაქვს, პირდაპირ გეუბნებით. არ მინდა ამის გამხელა, ხელი მეშლება გამოძიებაში” – ამბობს ტარიელ კაკაბაძე. 

შეგახსენებთ, რომ 12 წლის წინ გაუჩინარებული გურამ დადიანიძის Facebook-გვერდზე გუშინ ღამით ოსურ ენაზე პოსტი გამოქვეყნდა.

“მოვიდა დრო” [ასევე ითარგმნება, როგორც: “ჩვენ დრომდე”, “წამოვიდა დროზე”] – წერია Facebook-ის პოსტზე.

ვინ დაწერა აღნიშნული პოსტი, ამ დროისთვის უცნობია. დადიანიძის ოჯახის ახლობლები შინაგან საქმეთა სამინისტროს ფაქტის გამოძიებისკენ მოუწოდებენ.

გაზიარება Facebook X

მსგავსი სიახლეები

საზოგადოება

სოფელ დირბში შიდა საუბნო გზის ასფალტირება მიმდინარეობს

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბში შიდა საუბნო გზის №4-ის ასფალტირების სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოების მიმდინარეობას ქარელის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა გულიაშვილი და ადგილობრივი…

tvmonitoringi · 1 წთ
საზოგადოება

სოფელ ძლევიჯვარში შიდა გზების მოწესრიგება მიმდინარეობს

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში შიდა გზების მოწესრიგების სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტი „სოფლის მხარდაჭერის პროგრამისა“ და ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.…

tvmonitoringi · 1 წთ
საზოგადოება

კასპში 14 წლის წინ დაკარგულ არჩილ მუმლაურს ეძებენ

კასპში 14 წლის წინ დაკარგულ არჩილ არკადის ძე მუმლაურს ეძებენ. ამის შესახებ ინფორმაცია მისმა ბებიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა. ოჯახის ინფორმაციით,…

tvmonitoringi · 1 წთ

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება.