ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში შიდა გზების მოწესრიგების სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტი „სოფლის მხარდაჭერის პროგრამისა“ და ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. სამუშაოების ფარგლებში უკვე დასრულდა გზების გრეიდერით მოსწორება, ამ ეტაპზე კი 2,9 კილომეტრი გზის საფარის ფრაქციული ღორღით მოწყობა მიმდინარეობს.
სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე ქარელის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა გულიაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები გაეცნენ.
პროექტს შპს „ნიკა კემუხტაშვილი 97“ ახორციელებს.
