ვალუტა
USD 2.7143 ▲ 0.0082 EUR 2.9518 ▼ 0.0104 GBP 3.4076 ▲ 0.0031
ოთხშაბათი, 21 ოქტომბერი 2026
FB
tvmonitoringi
საზოგადოება

ქაშვეთში დამეწყრილი გზის გამაგრება მიმდინარეობს – პროექტის ღირებულება 56 761 ლარია

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქაშვეთში დამეწყრილი გზის მონაკვეთზე გაბიონის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის მიზანია გზის გამაგრება, მოსახლეობის უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფა და სტიქიური მოვლენების შესაძლო რისკების შემცირება.

სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე ხაშურის მუნიციპალიტეტის მერი პაატა ჩადუნელი, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

როგორც მუნიციპალიტეტის მერმა აღნიშნა, გაბიონის მოწყობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ მონაკვეთისთვის, სადაც გზის ნაწილი დაზიანებული და დამეწყრილია.

„გაბიონის მოწყობა დამეწყრილი გზის მონაკვეთზე მიმდინარეობს. შესაბამისად, პროექტის განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია როგორც მოქალაქეთა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხო გადაადგილებისთვის, ისე შესაძლო სტიქიის პრევენციის მიმართულებით“, – განაცხადა პაატა ჩადუნელმა.

პროექტის ფარგლებში დამეწყრილი მონაკვეთის გამაგრება და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა ხორციელდება, რაც გზის მდგრადობის გაუმჯობესებას და სამომავლოდ ტერიტორიის დამატებითი დაზიანების პრევენციას შეუწყობს ხელს.

პროექტის ღირებულება 56 761 ლარს შეადგენს. სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება.

 

გაზიარება Facebook X

მსგავსი სიახლეები

საზოგადოება

დავით მაზმიშვილის დასახმარებლად გორში საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება

32 წლის დავით მაზმიშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება. მას თურქეთში, კლინიკა „მემორიალში“, სამი რთული ოპერაცია უნდა ჩაუტარდეს, რომელთა საერთო ღირებულება 205…

tvmonitoringi · 1 წთ
საზოგადოება

შიდა ქართლის მუნიციპალიტეტებში ვეტერანის დღე აღინიშნა

17 ოქტომბერს გორის, კასპისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებში ვეტერანის დღე აღინიშნა. გორის, კასპისა და ხაშურის მუნიციპალიტეტების ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ვეტერანებთან და…

tvmonitoringi · 1 წთ
საზოგადოება

ხაშურში საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი, ხაშურის მუნიციპალიტეტის მერ პაატა ჩადუნელთან ერთად, ქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო. მხარეებმა კონტრაქტორი კომპანიების…

tvmonitoringi · 1 წთ

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება.