ვალუტა
USD 2.7143 ▲ 0.0082 EUR 2.9518 ▼ 0.0104 GBP 3.4076 ▲ 0.0031
ოთხშაბათი, 21 ოქტომბერი 2026
FB
tvmonitoringi
საზოგადოება

ხაშურის ცენტრალური მოედნის რეაბილიტაცია მიმდინარეობს – პროექტის ღირებულება 1.77 მილიონი ლარია

ხაშურის ცენტრალურ მოედანზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში განახლდება როგორც მოედნის ტერიტორია, ისე საგზაო ინფრასტრუქტურა, რაც ქალაქში გადაადგილების გაუმჯობესებასა და უსაფრთხოების გაზრდას შეუწყობს ხელს.

სამუშაოები მოიცავს გზის საფარის სრულ რეაბილიტაციას, საგზაო კუნძულებისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობას, ასევე თანამედროვე, ენერგოეფექტური გარე განათების სისტემის მონტაჟს.

ამ ეტაპზე ცენტრალურ მოედანზე საგზაო კუნძულების ფორმირების სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის დასრულება 2026 წლის სექტემბრის ბოლოსთვის არის დაგეგმილი.

რეაბილიტაციის მიზანია სატრანსპორტო ნაკადების მოწესრიგება, ქალაქში გადაადგილების გაუმჯობესება და მოქალაქეებისთვის უსაფრთხო და კომფორტული გარემოს შექმნა.

მიმდინარე სამუშაოებს ხაშურის მუნიციპალიტეტის მერი პაატა ჩადუნელი, საქართველოს პარლამენტის წევრი და ხაშურისა და ქარელის მუნიციპალიტეტების დელეგატი ზაალ დუგლაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები გაეცნენ.

პაატა ჩადუნელის განცხადებით, ცენტრალური მოედნის რეაბილიტაცია ხაშურში საგზაო ინფრასტრუქტურის განახლების მასშტაბური გეგმის ნაწილია. აღნიშნული გეგმის ფარგლებში, მიმდინარე წელს დამატებით 15 ქუჩის კეთილმოწყობაა დაგეგმილი.

ქალაქ ხაშურის ცენტრალური მოედნის რეაბილიტაციის პროექტის საერთო სახელშეკრულებო ღირებულება 1 777 000 ლარს შეადგენს.

 

გაზიარება Facebook X

მსგავსი სიახლეები

საზოგადოება

დავით მაზმიშვილის დასახმარებლად გორში საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება

32 წლის დავით მაზმიშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება. მას თურქეთში, კლინიკა „მემორიალში“, სამი რთული ოპერაცია უნდა ჩაუტარდეს, რომელთა საერთო ღირებულება 205…

tvmonitoringi · 1 წთ
საზოგადოება

შიდა ქართლის მუნიციპალიტეტებში ვეტერანის დღე აღინიშნა

17 ოქტომბერს გორის, კასპისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებში ვეტერანის დღე აღინიშნა. გორის, კასპისა და ხაშურის მუნიციპალიტეტების ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ვეტერანებთან და…

tvmonitoringi · 1 წთ
საზოგადოება

ხაშურში საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი, ხაშურის მუნიციპალიტეტის მერ პაატა ჩადუნელთან ერთად, ქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო. მხარეებმა კონტრაქტორი კომპანიების…

tvmonitoringi · 1 წთ

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება.