გორის მუნიციპალიტეტის მასშტაბით საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაუმჯობესებისა და ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით სხვადასხვა სამუშაოები მიმდინარეობს.
სამუშაოების ფარგლებში მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ახალი საგზაო ნიშნები მონტაჟდება, ეწყობა სიჩქარის შემზღუდავი ბარიერები და იცვლება დაზიანებული ბოძკინტები.
საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების ფარგლებში, სოფელ ორთაშენში სამ ლოკაციაზე ახალი სატრანსპორტო მოსაცდელები დამონტაჟდა, რაც საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოსარგებლეებისთვის გადაადგილების პირობებს გააუმჯობესებს.
ასევე, სტალინის გამზირსა და ჭავჭავაძის ქუჩაზე, გამწვანებული ზოლების მიმდებარედ, დეკორატიული მოაჯირების შეღებვის სამუშაოები მიმდინარეობს.
განსახორციელებელი სამუშაოები მიზნად ისახავს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაუმჯობესებას, მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასა და მოქალაქეებისთვის უფრო კომფორტული გარემოს შექმნას.




