ვალუტა
USD 2.7143 ▲ 0.0082 EUR 2.9518 ▼ 0.0104 GBP 3.4076 ▲ 0.0031
ხუთშაბათი, 3 სექტემბერი 2026
FB
tvmonitoringi
დღის სიახლეები

გორში ფრინველთა ორი არალეგალური სასაკლაო გამოავლინეს – ობიექტებს მუშაობა შეუჩერდათ

გორში, სოფელ კარალეთში, ფრინველთა ორი სასაკლაოს შემოწმების შედეგად სურსათის უვნებლობის კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, არაგეგმური შემოწმება ჩაატარეს ფიზიკური პირის, გ. ს.-ისა და ინდივიდუალური მეწარმე ვ. ხ.-ის კუთვნილ ობიექტებზე.

ინსპექტირებისას დადგინდა, რომ ორივე ბიზნესოპერატორი ფრინველს სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე კლავდა.

სააგენტოს ინფორმაციით, გამოვლენილი დარღვევების გამო ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ, საწარმოო პროცესი კი შეუჩერდათ.

სურსათის ეროვნული სააგენტო არალეგალური საწარმოების გამოვლენას ქვეყნის მასშტაბით აგრძელებს და ბიზნესოპერატორებს სურსათის უვნებლობის კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვისკენ მოუწოდებს.

გაზიარება Facebook X

მსგავსი სიახლეები

საზოგადოება

ქარელის სოფელ წვერში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ წვერში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტი რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის…

tvmonitoringi · 1 წთ
საზოგადოება

ღამის საათებში სატრანსპორტო საშუალებების გადაჭარბებულ ხმაურზე კონტროლი და სანქციები მკაცრდება

შინაგან საქმეთა მინისტრის შესაბამისი ბრძანების თანახმად, დღეიდან, საგზაო მოძრაობის პირობებში სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის დონე საერთაშორისო – ISO სტანდარტის შესაბამისი…

tvmonitoringi · 2 წთ
საზოგადოება

გორელი ახალგაზრდებისთვის სტეფანწმინდაში მოლაშქრეთა ბანაკი მოეწყობა

გორელი ახალგაზრდებისთვის სტეფანწმინდაში ხუთდღიანი მოლაშქრეთა ბანაკი მოეწყობა, რომლის ფარგლებშიც მონაწილეები მთიან რეგიონს, ადგილობრივ კულტურასა და ტრადიციებს გაეცნობიან. პროექტის ფარგლებში ახალგაზრდები…

tvmonitoringi · 1 წთ

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება.