ქალაქ კასპში №2 და №3 საჯარო სკოლების ეზოების შემოღობვის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში ორივე საჯარო სკოლის ტერიტორია შემოიღობება, რაც სამუშაოების დასრულების შემდეგ სკოლის ეზოების დაცულობისა და უსაფრთხოების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.
მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე, მერის პირველ მოადგილე დავით ქისიშვილი და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ნათია ილურიძე.
როგორც ვახტანგ მაისურაძემ აღნიშნა, სამუშაოების დასრულების შემდეგ ორივე საჯარო სკოლის ტერიტორია მეტად დაცული იქნება.
პროექტი ცენტრალური ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება.

