ვალუტა
USD 2.7143 ▲ 0.0082 EUR 2.9518 ▼ 0.0104 GBP 3.4076 ▲ 0.0031
ოთხშაბათი, 21 ოქტომბერი 2026
FB
tvmonitoringi
სხვადასხვა

გორში ძმები რომელაშვილების სახელობის მემორიალური საერთაშორისო ტურნირი გაიმართება

გორში ჩატარებულ საერთაშორისო ტურნირს „Open Gori“ 2027 წლიდან ძმები გიორგი და გელა რომელაშვილების სახელობის მემორიალური ტურნირის სტატუსი ექნება.

გადაწყვეტილების შესახებ საქართველოს სპორტული კარატის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტთან, თემურ გიგნაძესთან, გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ. შეხვედრაში მონაწილეობდნენ გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე ბუზალაძე და მერის მოადგილე თორნიკე ფხაკაძე.

მემორიალური ტურნირის კარატეს მსოფლიო ფედერაციის კალენდარში შეტანაც იგეგმება. შეჯიბრების ორგანიზატორები გორის მუნიციპალიტეტის მერია და საქართველოს სპორტული კარატის ეროვნული ფედერაცია იქნებიან.

პირველი მემორიალური ტურნირი 2027 წელს გაიმართება.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს გორში კარატეს განვითარების საკითხები და სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაციის შესაძლებლობები.

გიორგი და გელა რომელაშვილები 2008 წლის აგვისტოს ომში დაიღუპნენ. ძმები წლების განმავლობაში გორში კარატეს სექციაში ვარჯიშობდნენ.

მათი სახელობის საერთაშორისო მემორიალური ტურნირის დაფუძნება გმირი ძმების ხსოვნის უკვდავსაყოფად და სპორტის საშუალებით მათი სახელების მომავალი თაობებისთვის გადასაცემად გადადგმული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება.

 

 

გაზიარება Facebook X

მსგავსი სიახლეები

სხვადასხვა

გორში ქუჩებისა და სკვერების დასუფთავება მიმდინარეობს

გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოს ცნობით,  შემოდგომის სეზონზე ქუჩებისა და საზოგადოებრივი სივრცეების დასუფთავების სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. სპეციალური ფოთოლშემკრები ტექნიკის დახმარებით, ქალაქის…

tvmonitoringi · 1 წთ
სპორტი

გორელმა მოჭიდავეებმა გიორგი ხინჩეგაშვილის მემორიალურ ტურნირზე 8 მედალი მოიპოვეს

გორში გიორგი ხინჩეგაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალური საერთაშორისო ტურნირი გაიმართა თავისუფალ ჭიდაობაში, ჭაბუკებს შორის. შეჯიბრებას გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე ბუზალაძე დაესწრო.…

tvmonitoringi · 1 წთ
სხვადასხვა

საოკუპაციო ხაზთან, სოფელ არბოში სახელოვნებო ფესტივალი „გზავნილი მშვიდობას“ გაიმართება

15 აგვისტოს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ არბოში, ანტონ ფურცელაძის ისტორიულ სასახლეში, ყოველწლიური სახელოვნებო ფესტივალი „გზავნილი მშვიდობას“ გაიმართება. ფესტივალის მთავარი მიზანი ხელოვნებისა…

tvmonitoringi · 1 წთ

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება.