გორის ა. ფერაძის სახელობის სამხატვრო სკოლაში 2026–2027 სასწავლო წლისთვის 150-მდე მოსწავლე ჩაირიცხა.
ახალი სასწავლო წლის განმავლობაში მოსწავლეები სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების სხვადასხვა მიმართულებას შეისწავლიან. სასწავლო პროგრამა მოიცავს გრაფიკას, ფერწერას, კომპოზიციას, ძერწვასა და ხელოვნების ისტორიას.
სამხატვრო სკოლაში საგაკვეთილო პროცესი ორ ცვლაში, „სახელოსნოს“ პრინციპით მიმდინარეობს, რაც მოსწავლეებს შემოქმედებით გარემოში სწავლისა და საკუთარი შესაძლებლობების განვითარების საშუალებას აძლევს.
ახალი სასწავლო წლის დაწყება სკოლის აღსაზრდელებისთვის ხელოვნების სამყაროში ახალი ცოდნის, გამოცდილებისა და შემოქმედებითი აღმოჩენების ეტაპის დასაწყისია.