ვალუტა
USD 2.7143 ▲ 0.0082 EUR 2.9518 ▼ 0.0104 GBP 3.4076 ▲ 0.0031
ოთხშაბათი, 9 სექტემბერი 2026
FB
tvmonitoringi
განათლება

სკოლების მიმდებარედ საგზაო მოძრაობის წესები გამკაცრდება – აიკრძალება 30 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაადგილება

სკოლების მიმდებარე ტერიტორიებზე საგზაო მოძრაობის წესები გამკაცრდება – სპეციალური მონიშვნების მქონე არეალებში 30 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაადგილება აიკრძალება.

ამის შესახებ 2026-2030 წლების საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის სამოქმედო გეგმაშია აღნიშნული.

„არასრულწლოვანების უსაფრთხოებასთან არსებული გამოწვევების საპასუხოდ, დაიწყება მუშაობა საქართველოში სკოლის მიმდებარე ზონების შესაბამისი რეგულირებასთან დაკავშირებით. კერძოდ, საქართველოს კანონმდებლობაში სასკოლო ზონის ცნების განსაზღვრა, აღნიშნულ ზონებში სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობის სიჩქარის მაქსიმალური ზღვრის 30 კმ/სთ-ის სახით დადგენა და სიჩქარის გადაჭარბების მოქმედი 15 კმ/სთ-იანი ტოლერანტობის სასკოლო ზონებში გავრცელების გადახედვა.

აღნიშნული საკანონმდებლო ინტერვენციები ხელს შეუწყობს სასკოლო ზონებში გადაადგილების საშუალო სიჩქარის შემცირებას და საგრძნობლად გაზრდის არასრულწლოვანთა უსაფრთხოების დონეს. ასევე, სასკოლო ზონის ცნების განსაზღვრამდე საქართველოში შეფასდება ყველა მოქმედი საჯარო სკოლის მიმდებარედ არსებული ინფრასტრუქტურის შესაბამისობა საგზაო უსაფრთხოების უწყებათაშორისი კომისიის მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებთან დაკავშირებით.

საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებით გაგრძელდება მუშაობა სასკოლო ზონებსა და მათ მიმდებარე არეალებში ქვეითთა უსაფრთხოების გაძლიერებაზე ორიენტირებული კომპლექსური ინფრასტრუქტურული ღონისძიებების განხორციელებისათვის“,- აღნიშნულია 2026-2030 წლების საგზაო უსაფრთხოების ეროვნულ სტრატეგიაში.

გაზიარება Facebook X

მსგავსი სიახლეები

საზოგადოება

დიმიტრი ხუნდაძე და ზურაბ ქადაგიძე სურამში დემობანაკის მონაწილეებს შეხვდნენ

დიმიტრი ხუნდაძე და ზურაბ ქადაგიძე სურამში დემობანაკის მონაწილეებს შეხვდნენ. პროექტი თბილისის მერიის და დემოგრაფიული აღორძინების ფონდის მხარდაჭერით, პირველად განხორციელდა. “პირველად…

tvmonitoringi · 1 წთ
განათლება

განათლების მინისტრის გადაწყვეტილებით, ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილებები შევიდა

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გადაწყვეტილებით, ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილებები შევიდა. დოკუმენტის მიხედვით, სემესტრის განმავლობაში საჯარო სკოლის მოსწავლე შეფასდება შემდეგი…

tvmonitoringi · 2 წთ
საზოგადოება

კასპის მუნიციპალიტეტში მოსახლეობისთვის უფასო სამედიცინო აქცია გაიმართა

აქციის ფარგლებში, სოფლის ამბულატორიაში ადგილობრივ მოსახლეობას სხვადასხვა მიმართულების ექიმებმა კვალიფიციური სამედიცინო კონსულტაციები გაუწიეს. პაციენტებს კონსულტაციები ჩაუტარეს კარდიოლოგებმა ხათუნა ბერინაშვილმა და…

tvmonitoringi · 1 წთ

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება.