ვალუტა
USD 2.7143 ▲ 0.0082 EUR 2.9518 ▼ 0.0104 GBP 3.4076 ▲ 0.0031
სამშაბათი, 8 სექტემბერი 2026
FB
tvmonitoringi
საზოგადოება

კასპის მუნიციპალიტეტში მოსახლეობისთვის უფასო სამედიცინო აქცია გაიმართა

აქციის ფარგლებში, სოფლის ამბულატორიაში ადგილობრივ მოსახლეობას სხვადასხვა მიმართულების ექიმებმა კვალიფიციური სამედიცინო კონსულტაციები გაუწიეს.

პაციენტებს კონსულტაციები ჩაუტარეს კარდიოლოგებმა ხათუნა ბერინაშვილმა და აიშა მამედოვამ, ოფთალმოქირურგმა ბესო ჭელიძემ, ოფთალმოლოგმა ნანა ბესტავაშვილმა, ორთოპედ-ტრავმატოლოგმა გია მიქელაძემ და ქირურგმა, კლინიკის მენეჯერმა მამუკა კორინთელმა.

აქციაში პირადად მონაწილეობდა გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი და „ჰოსპიტალური ქსელი მედალფას“ კასპის კლინიკის დირექტორი ნოდარ მახარაძე.

აქციის მიმდინარეობას კასპის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები გაეცნენ.

უფასო სამედიცინო მომსახურების აქცია კასპის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და „მედალფას ჰოსპიტალური ქსელის“ ორგანიზებით გაიმართა.

მუნიციპალიტეტის მერია თანამშრომლობისთვის „მედალფას ჰოსპიტალური ქსელის“ ხელმძღვანელობას მადლობას უხდის.

გაზიარება Facebook X

მსგავსი სიახლეები

დღის სიახლეები

გორში ნაგავშემკრები კონტეინერების განახლება მიმდინარეობს

გორისა და მუნიციპალიტეტის სოფლებში დაზიანებული ნაგავშემკრები კონტეინერები ეტაპობრივად ახლით იცვლება. ინფორმაციას კეთილმოწყობის სააგენტო ავრცელებს. გაერთიანების ცნობით, საჭიროების გათვალისწინებით, ცალკეულ ლოკაციებზე…

tvmonitoringi · 1 წთ
დღის სიახლეები

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო პრეპარატი ჯივინოსტატი საქართველოში მომდევნო კვირის დასაწყისში ჩამოვა

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო პრეპარატი ჯივინოსტატი საქართველოში მომდევნო კვირის დასაწყისში ჩამოვა. აღნიშნულთან დაკავშირებით ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ განცხადება დღეს გააკეთა.…

tvmonitoringi · 2 წთ
კულტურა

გორის სამხატვრო სკოლაში ახალ სასწავლო წელს 150-მდე მოსწავლე შეუდგა

გორის ა. ფერაძის სახელობის სამხატვრო სკოლაში 2026–2027 სასწავლო წლისთვის 150-მდე მოსწავლე ჩაირიცხა. ახალი სასწავლო წლის განმავლობაში მოსწავლეები სახვითი და გამოყენებითი…

tvmonitoringi · 1 წთ

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება.