ვალუტა
USD 2.7143 ▲ 0.0082 EUR 2.9518 ▼ 0.0104 GBP 3.4076 ▲ 0.0031
პარასკევი, 11 სექტემბერი 2026
FB
tvmonitoringi
სპორტი

6-24 სექტემბერს შიდა ქართლში სპორტული თამაშები ოთხ სახეობაში გაიმართება

შიდა ქართლში „შიდა ქართლის სპორტული თამაშები“ გაიმართება, რომელიც 2022 წლიდან ყოველწლიურად ტარდება. შეჯიბრებები 6-დან 24 სექტემბრის ჩათვლით ოთხ სპორტულ სახეობაში ჩატარდება.

ტურნირში მონაწილეობას რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტის გუნდები მიიღებენ. სპორტსმენები ქართულ ჭიდაობაში, ფეხბურთში, 3×3 კალათბურთსა და მძლეოსნურ გარბენში იასპარეზებენ.

შეჯიბრებების კალენდარი ასეთია:

🔹 16 სექტემბერი  – ქართული ჭიდაობა
სოფელ ძლევიჯვარის ღია საჭიდაო არენა, ქარელის მუნიციპალიტეტი;

🔹 18 სექტემბერი – 3×3 კალათბურთი
კასპის სპორტული დარბაზი;

🔹 20 სექტემბერი – მძლეოსნური გარბენი
გორი;

🔹 22-24 სექტემბერი – ფეხბურთი
ნახევარფინალური მატჩები 22 სექტემბერს კასპისა და ხაშურის სტადიონებზე გაიმართება, ხოლო ფინალი და მესამე ადგილისთვის შეხვედრა — 24 სექტემბერს, ხაშურის სტადიონზე.

„შიდა ქართლის სპორტული თამაშების“ ინიციატორები და ორგანიზატორები არიან შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის შიდა ქართლის რეგიონალური ორგანიზაცია.

გაზიარება Facebook X

მსგავსი სიახლეები

სპორტი

გორის ხელბურთელ გოგონათა გუნდი შავი ზღვის თასის ვერცხლის პრიზიორია

გორის შოთა ჩოჩიშვილის სახელობის კომპლექსური სპორტული სკოლის ხელბურთელ გოგონათა გუნდმა ბათუმში გამართული შავი ზღვის თასი პლაჟის ხელბურთში წარმატებით იასპარეზა და…

tvmonitoringi · 1 წთ
სპორტი

16 სექტემბერს ძლევიჯვარში შიდა ქართლის ღია პირველობა ქართულ ჭიდაობაში გაიმართება

16 სექტემბერს, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში, ღია საჭიდაო არენაზე, შიდა ქართლის ღია პირველობა ქართულ ჭიდაობაში დიდებში (16+) ჩატარდება. პირველობა „შიდა…

tvmonitoringi · 1 წთ
სპორტი

გორელმა ძიუდოისტებმა ბათუმის შავი ზღვის თასზე 7 მედალი მოიპოვეს

ბათუმში დასრულებულ შავი ზღვის თასზე ძიუდოში გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს წარმომადგენლებმა კიდევ 7 მედალი მოიპოვეს — 1…

tvmonitoringi · 1 წთ

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება.