გორის კლინიკიდან დღეს გაწერენ 101 წლის ქალს, რომელმა კოვიდი დაამარცხა



გორის კლინიკიდან დღეს გაწერენ 101 წლის ქალს, რომელმა კოვიდი დაამარცხა

,,გორმედის" გორის კლინიკიდან დღეს გაწერენ 101 წლის გამოჯანმრთელებულ ქალს, რომელმა კოვიდი დაამარცხა. ელენე ასანიძე, სურამიდანაა და ის ამეტაპზე თავს კარგად გრძნობს.

,,პაციენტი შემოვიდა კლინიკაში ფილტვის ქსოვილის დაზიანების მაღალი ხარისხით, უგონო მდგომარეობაში, იმყოფებოდა რესპირატორულ მხარდაჭერაზე, მთელი რიგი ღონისძიებების შედეგად, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დასტაბილურდა, ამჟამად გახლავთ დამაკმაყოფილებელი ოქსიგენაციით და დატოვებს კლინიკას“, - განაცხადა ,,გორმედის“ ქსელის რეანიმაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ტატო ქაჯაიამ.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ