ხაშურის მუნიციპალიტეტში საპატიო ხაშურელების დაჯილდოება გაიმართა.



ხაშურის მუნიციპალიტეტში საპატიო ხაშურელების დაჯილდოება გაიმართა.

ხაშურის მუნიციპალიტეტში საპატიო ხაშურელების დაჯილდოება გაიმართა. ხაშურის საპატიო მოქალაქის წოდება ოთხმა დამსახურებულმა ადამიანმა მიიღო.

ჯილდო გადაეცათ: შრომის ვეტერან იზოლდა პაქსაშვილს ხაშურის საზოგადოებრივ ცხოვრებაში შეტანილი წვლილისთვის; დამსახურებულ რკინიგზელ შოთა ლაბაძეს ხანგრძლივი და უმწიკვლო საქმიანობისთვის; მედიცინის დამსახურებულ მუშაკს - ექიმ დავით ჩიქოვანს მრავალწლიანი უმწიკვლო მუშაობისა და ახალი კორონავირუსის პანდემიის პერიოდში გატარებულ პრევენციულ ღონისძიებებში განსაკუთრებული წვლილისთვის; ა(ა)იპ „ხაშურსერვისის“ თანამშრომელს დარეჯან მანჯავიძეს ქალაქის სისუფთავისთვის ხანგრძლივი და თავდაუზოგავი შრომისთვის.


საპატიო ხაშურელები დააჯილდოვეს საქართველოს პარლამენტის წევრმა - ქარელისა და ხაშურის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაალ დუგლაძემ, ხაშურის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ზვიად ქურდაძემ და ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ ჯანაშვილმა.

ხაშურის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოება ტრადიციულ ხასიათს ატარებს. ამჯერად ცერემონია საქართველოს პარლამენტის წევრის ზაალ დუგლაძის საანგარიშო მოხსენების წარდგენის ღონისძიების ფარგლებში გაიმართა.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ