გორის უნივერსიტეტში პროექტის ,,მაქარაშვილების საგვარეულო ისტორიის კვლევა“ შუალედური ანგარიში გაიმართება
მიმდინარე წლის 5 ნოემბერს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში პროექტის
,,მაქარაშვილების საგვარეულო ისტორიის კვლევა“ შუალედური ანგარიში გაიმართება.
ამის შესახებ ინფორმაციას უნივერსიტეტი აქვეყნებს. ინფორმაციაში აღნიშნულია,
რომ პროექტი სსიპ-გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტისა
და გორის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის
სააგენტოს ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე ხორციელდება.
პროექტი ითვალისწინებს მონოგრაფიის და დოკუმენტური ფილმის მომზადებას შიდა
ქართლის გამოჩენილი საგვარეულოს, მაქარაშვილების შესახებ.
ღონისძიება გაიმართება უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის სააქტო დარბაზში.
ღონისძიება 12 საათზე დაიწყება.