ფიცის დადების ცერემონიალი უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორიაზე



ფიცის დადების ცერემონიალი უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორიაზე

ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერთა სასწავლო ბატალიონის პირველი კურსის იუნკერთა და უმცროს

ოფიცერთა მომზადების სკოლის საწყისი საბრძოლო მომზადების კურსდამთავრებულებმა სამხედრო ფიცი დადეს.

ფიცის დადების ცერემონიალი უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორიაზე გაიმართა. სახელმწიფო ჰიმნის შესრულების

შემდეგ იუნკერებმა, წვევამდელებმა და მოწვეულმა სტუმრებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს სამსახურებრივი

მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეთა ხსოვნას. კურსდამთავრებულებს ფიცის

მიღების მნიშვნელოვანი დღე ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორმა, ბრიგადის გენერალმა მამია ბალახაძემ მიულოცა.

საწყისი საბრძოლო მომზადების ხუთკვირიანი კურსი, რომელიც პირველი კურსის იუნკერებმა და უმცროს

ოფიცერთა მომზადების სკოლის წვევამდელებმა წარმატებით გაიარეს, თეორიულ და პრაქტიკულ

მეცადინეობებს მოიცავდა. სწავლების პერიოდში კურსდამთავრებულებმა საერთო საჯარისო ტაქტიკა, ს

აერთო საჯარისო წესდებები, სამწყობრო მომზადება, პირველადი სამედიცინო დახმარება და სხვა სამხედრო დისციპლინები შეისწავლეს.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ