77 გარდაცვლილი და 4 445 ახალი შემთხვევა - 12 ნოემბრის კოვიდსტატისტიკა



77 გარდაცვლილი და 4 445 ახალი შემთხვევა - 12 ნოემბრის კოვიდსტატისტიკა

საქართველოში კორონავირუსის 4 445 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 77 ადამიანი, 3 508 კი გამოჯანმრთელდა.

დღე-ღამის განმავლობაში ჩატარდა 50 782 კვლევა, აქედან 30 215 ანტიგენის სწრაფი ტესტით, ხოლო 20 567 ​PCR-ით. 11 ნოემბერს აიცრა 7 103 ადამიანი.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დღიური დადებითობის მაჩვენებელი 8,75%-ია, ბოლო 14 დღის - 10,02%-ია, 7 დღის - 10,06%.

დღეს გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევებიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით განაწილება ასეთია:

 

თბილისი - 2 450 შემთხვევა;

აჭარა - 788;

იმერეთი - 1 100;

ქვემო ქართლი - 530;

შიდა ქართლი - 311;

გურია - 345;

სამეგრელო - ზემო სვანეთი - 776;

კახეთი - 469;

მცხეთა-მთიანეთი - 99;

სამცხე-ჯავახეთი - 159;

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 76.

ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების 56 164 აქტიური შემთხვევაა. 6 856 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის,

თბილისის საავადმყოფოებში - 2 660, აჭარაში - 612, იმერეთში - 1 430. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 657 პირი, მათ შორის,

თბილისში - 636, აჭარაში - 127, იმერეთში - 502. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 360 პირი,

მათგან თბილისში - 206, აჭარაში - 36, იმერეთში - 31.

1 324 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 864 - თბილისში, 269 - აჭარაში.

47 984 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში

მოთავსებულია 55 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 55, ხოლო აჭარაში - 0. თვითიზოლაციაში იმყოფება 50 601 ადამიანი.

ქვეყანაში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ინფიცირების 775 826 შემთხვევა გამოვლინდა.

აქედან 708 820 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 10 816 კი გარდაიცვალა.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ