გორის გვირაბში ავტომობილების მოძრაობა დროებით იზღუდება
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გორის საავტომობილო გვირაბში,
პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 15 ნოემბრის 23:00 სთ-დან 16 ნოემბრის 02:00 სთ-მდე
გვირაბის სენაკი-თბილისის, ხოლო 16 ნოემბრის 02:00 სთ-დან 05:00 სთ-მდე გვირაბის
თბილისი-სენაკის მიმართულებებზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
"საავტომობილო გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის
ნაკადი გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე
საავტომობილო გვირაბის თბილისი-სენაკის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის
ნაკადი გადაერთვება გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულებაზე და სენაკი-თბილისის
მიმართულება გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების
შემოსავლელ საავტომობილო გზაზე", – ნათქვამია დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.