1 დეკემბრიდან რესტორნებისთვის საათობრივი შეზღუდვა მოიხსნება



1 დეკემბრიდან რესტორნებისთვის საათობრივი შეზღუდვა მოიხსნება

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1 დეკემბრიდან რესტორნებს საათობრივი შეზღუდვა მოეხსნებათ.

ობიექტებში დაიშვებიან მხოლოდ ის მოქალაქეები, რომლებსაც ე.წ. მწვანე პასპორტები ექნებათ.

"რესტორნებს რომლებსაც 1 დეკემბრიდან სტუმრების მიღება შეუძლიათ მხოლოდ მწვანე სტატუსით,

მოეხსნებათ საათობრივი შეზღუდვა მუშაობაზე, ანუ ისინი შეძლებენ იმუშაონ იმდენი ხანი, რამდენსაც ჩათვლიან საჭიროდ",

- თქვა საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ.

 

ასევე შეგიძლიათ იხილოთ