"ანტივაქსერები ფსიქიატრიულ შემოწმებას უნდა გადიოდნენ“ - მიტროპოლიტი გერმანე



"ანტივაქსერები ფსიქიატრიულ შემოწმებას უნდა გადიოდნენ“ -  მიტროპოლიტი გერმანე

"ვაქცინის მოწინააღმდეგებზე ხშირად ვფიქრობ… მე ვფიქრობ, ისინი ფსიქიატრიულ შემოწმებას უნდა გადიოდნენ. ეს ხალხი თვითმკვლელია!",

- ამის შესახებ საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ერთ-ერთი უხუცესი მღვდელმთავარი, ილიასის მიტროპოლიტი გერმანე ქადაგებაში საუბრობს. 

მან მრევლს შეახსენა საბერძნეთის ეკლესიის წმინდა სინოდის დადგენილება, რომ ვაქცინაცია ეპიდემიური სიტუაციიდან ერთადერთი გამოსავალია. 

ვაქცინის მოწინააღმდეგებზე ხშირად ვფიქრობ… მე ვფიქრობ, ისინი ფსიქიატრიულ შემოწმებას უნდა გადიოდნენ. ეს ხალხი თვითმკვლელია!

როგორ შეიძლება გტკიოდეს თავი და არ დალიო გამაყუჩებელი?! შენ ხომ სადისტი იქნები?! როგორ შეიძლება მეცნიერებამ მოგვცეს წამალი,

რომელიც გარდაცვალებისგან გვიცავს და ჩვენ უარი განვაცხადოთ?! ეს ხომ თვითმკვლელობაა!, - აღნიშნა მიტროპოლიტმა გერმანემ.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ