დღეიდან ვაქცინირებულებისთვის იზოლაციისა და კარანტინის ვადები მცირდება



დღეიდან ვაქცინირებულებისთვის იზოლაციისა და კარანტინის ვადები მცირდება

17 იანვრიდან ვაქცინირებულებისათვის იზოლაციისა და კარანტინის ვადები მცირდება - ამასთან დაკავშირებით ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ 14 იანვარს ისაუბრა. 

მინისტრის მოადგილემ განმარტა, რომ ასიმპტომური-მსუბუქი შემთხვევებისთვის იზოლაციის ვადა იქნება 8 დღე. იზოლაცია სრულდება სიმპტომების ალაგებიდან 24 საათის შემდეგ. იზოლაციის დასრულებიდან მომდევნო 5 დღის განმავლობაში მკაცრად არის რეკომენდებული ნიღბის ტარება.

საშუალო და მძიმედ მიმდინარე შემთხვევებისთვის იზოლაციის ვადა არის მინიმუმ 10 დღე, უნდა შეინიშნებოდეს სიმპტომების მკვეთრი გაუმჯობესება. ამ შემთხვევაშიც იზოლაციის დასრულებიდან მომდევნო 5 დღე მკაცრად სავალდებულოა ნიღბის ტარება.

რაც შეეხება კონტაქტებს - აცრილ მოქალაქეებს შეეძლებათ, რომ კოვიდინფიცირებულთან კონტაქტის შემდეგ კარანტინში არ გადავიდნენ. ამ შემთხვევაში ვაქცინის მიღებიდან გასული უნდა იყოს არანაკლებ 2 კვირა და არაუმეტეს 90 დღე.

ამასთან, პირებს კოვიდინფექციის გადატანიდან 60 დღის განმავლობაში ნიღბის მოხმარების მკაცრი რეკომენდაციის პირობებში კონტაქტიდან 10 დღის შემდეგ შეუძლიათ კარანტინში აღარ იყვნენ.

რაც შეეხებათ არავაქცინირებულ პირებს, ამ შემთხვევაში მაინც რჩება რეკომენდაცია, რომ კონტაქტის შემდეგ 8 დღის განმავლობაში დარჩნენ კარანტინში და 9-12 დღის პერიოდში გამოიყენონ პირბადე.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ