სოფელ კირბალში "ანტისაოკუპაციო საბჭოს" პრეზენტაცია გაიმართა
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალში ოპოზიციის წევრები და ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრები ჩავიდნენ და ანტისაოკუპაციო საბჭოს პრეზენტაცია გამართეს, რომელში გაერთიანდნენ სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები.
ენმ-ს წევრი, გიორგი ბარამიძე ამბობს, რომ რუსეთმა თითოეული გატაცებული საქართველოს მოქალაქის გამო საერთაშორისო ასპარეზზე დიპლომატიური, პოლიტიკური და ეკონომიკური ფასი უნდა გადაიხადოს.
"ძალა ერთობაშიას" ლიდერის, დავით ქაცარავას თქმით, საბჭოს შექმნის მიზანი ოკუპაციის თემის პოლიტიკურ დღის წესრიგში დაბრუნება და პოლიტიკოსების მხრიდან საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებლების დახმარებაა.
ბოლო ერთი თვეა ოკუპანტები შიდა ქართლის არაერთი სოფლის მიმდებარედ ე.წ. ბორდერიზაციას აგრძელებენ.