მოიხსნება თუ არა საქართველოში პირბადის ტარების ვალდებულება
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსი გიორგი ღიბრაძე არ გამორიცხავს, რომ საქართველოში პირბადის ტარების ვალდებულებაც მოიხსნას.
როგორც მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ აღნიშნა, როგორც კი ეპიდემიოლოგიური სიტუაცია გაუმჯობესდება, პირბადის ტარების ვალდებულების საკითხი გადაიხედება.
"აღნიშნულთან დაკავშირებით მსჯელობა გაგრძელდება და როგორც კი ეპიდემიოლოგიური სიტუაცია უკეთესობის ტენდენციას აჩვენებს და როგორც კი ეს ტენდენცია მყარი იქნება და მყარი საფუძველი გვექნება, ცხადია, პირბადის ტარების ვალდებულებების გადახედვაც მოხდება," - განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.