გორი, ქარელი, ხაშური, კასპი - ახალმა მერებმა ავტომობილების შესაძენად კოლოსალური ხარჯები გაწიეს



გორი, ქარელი, ხაშური, კასპი - ახალმა მერებმა ავტომობილების შესაძენად კოლოსალური ხარჯები გაწიეს

გორი 2, ქარელი 2, ხაშური 2, კასპი 1 - მუნიციპალიტეტების ახლადარჩეულმა მერებმა ავტომობილების შესაძენად კოლოსალური თანხები დახარჯეს. ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციით, მათმა უმრავლესობამ ავტომობილები ქართული ოცნების ყოფილი მაღალჩინოსნის კომპანიებისგან იყიდეს. ხოლო ნაცვლად იმისა რომ ადგილობრივი ხარჯები მუნიციპალიტეტებში არსებული სოციალური და სხვა სახის პრობლემების მოგვარებას მოხმარდეს, ჩანს, რომ ადგილობრივი ხარჯები ჩინოსანთაჩინოვნიკთა პირად კომფორტსა და კეთილდღეობას ხმარდება ნაცვლად იმისა, რომ მუნიციპალიტეტებში არსებული სოციალური და სხვა სახის პრობლემების მოგვარებას მოხმარდეს.

ტენდერები:

CON210000647-00005 - 2022 წლის 13 იანვარს გორის მუნიციპალიტეტმა შპს “კია საქართველოსთან” გააფორმა კონსოლიდირებული შესყიდვა და შეიძნა Kia Seltos ძრავი 2.0 ავტომობილი შეიძნა , რომლის ღირებულებაა 65 000 ლარი.

CON210000660-00004 - გორის მუნიციპალიტეტმა 2022 წლის 13 იანვარს, ამჯერად ხელშეკრულება გააფორმა სს ფრანკო მოტორსთან და შეიძინა 36 400 ლარის ღირებულების ერთი ავტომანქანა შეიძინა , – III კლასის მსუბუქი ავტომობილი.

CON210000655-00014 - 2022 წლის 31 იანვარს ქარელის მუნიციპალიტეტმა შეიძნა renault duster სს ფრანკო აუტოსგან 53 400 ლარად.

CON210000660-00012- 2022 წლის 31 იანვარს ქარელის მუნიციპალიტეტმა სს ფრანს ავტოსგან შეიძნა მანქანა 36 400 ლარად.

CON210000660-00025 - 2022 წლის 7 მარტს ხაშურის მუნიციპალიტეტმა 36,400 ლარად სს “ფრანს ავტოსგან” იყიდა 1 ავტომობილი Renault Sandero.

CON210000655-00036 - 2022 წლის 7 მარტს ხაშურის მუნიციპალიტეტმა სს “ფრანს ავტოსგან” 53,400 ლარად იყიდა ავტომობილი Renault Duster, 2022 წლის მოდელი.

CON210000655-00023 - 2022 წლის 23 თებერვალს კასპის მუნიციპალიტეტმა სს “ფრანს ავტოსგან” 53,400 ლარად იყიდა ავტომობილი Renault Duster, 2022 წლის მოდელი.

ორგანიზაციამ აღნიშნული საკითხი მთელი ქვეყნის მასშტაბით შეისწავლა და დაადგინა, რომ 37 მუნიციპალიტეტის ახლადარჩეული მერები, რომელთაც თავის მხრივ მანამდე არსებული ხელფასები გაუორმაგდათ, მილიონობით ლარს (7,322,600) ხარჯავენ უახლესი მოდელისა ავტომობილების შესაძენად . უფრო ვრცლად იხილეთ აქ

 

 

ასევე შეგიძლიათ იხილოთ