საცობები კვერნაკის სასაფლაოს გზაზე და გართულებული გადაადგილება- გადატვირთული გზის გამო მოქალაქეები პრეტენზიებს გამოსთქვამენ
მართლმადიდებელი ეკლესია საფლავთა კურთხევის დღეს აღნიშნავს. ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათს მორწმუნეები ტრადიციულად მიცვალებულთა საფლავებზე გადიან. ტრადიციის მიხედვით, მათ თან პასკა და წითელი კვერცხები მიაქვთ. დღევანდელ დღესთან დაკავშირებით ხალხმრავლობაა კვერნაკის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე. ხალხი ამბობს, რომ საფლავამდე მისასვლელად დიდი დროა საჭირო, რადგან გრძელი საცობია.
,,ერთი საათია გზაში ვარ და ვერ მივაღწიე სასაფლაომდე. გზა გადატვირთულია. პოლიცია მხოლოდ სასაფლაოთან აკონტროლებს პერიმეტრს. არადა ვითარება დაბლიდანვე რთულია. როდის მივალ საფლავზე არ ვიცი“ - ეუბნება მოქალაქე ,,ტვ მონიტორინგს.