გამოიდარებს თუ არა საქართველოში



გამოიდარებს თუ არა საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 10-13 მაისს საქართველოს ცალკეულ რაიონში შენარჩუნებული იქნება ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +15, +20, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +18, +23 გრადუსი იქნება. 
14 მაისს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ჰაერი +23, +28 გრადუსამდე გათბება.
ქ. თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა 10-13 მაისს +19, +21 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება, ხოლო 14 მაისს +24, +26 გრადუსამდე მოიმატებს.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ