გორის მერიიდან გათავისუფლებული შიდა აუდიტის სამსახურის უფროსს მუზეუმების გაერთიანება ჩააბარეს



გორის მერიიდან გათავისუფლებული შიდა აუდიტის სამსახურის უფროსს მუზეუმების გაერთიანება ჩააბარეს

გორის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი, რომელიც კორუფციული ბრალდებების გამო სამსახურიდან გაუშვეს, მუზეუმების გაერთიანების ხელმძღვანელი იქნება.  ,,ტვ მონიტორინგის“ ინფორმაციით, მაია ზურაბაშვილი ახალ სამსახურში საქმიანობას უკვე შეუდგა. ჩვენი ინფორმაციით, ის თანამშრომლებს გუშინ წარუდგინეს.  სხვა დამატებით დეტალებს ამ წუთებში ვარკვევთ, რომელსაც მალე შემოგთავაზებთ.

ცნობისთვის, თამარ ზურაბაშვილი გორის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი იყო, რომელმაც კულტურისა და ტურიზმის განვიტარების ხელშეწყობის სააგენტოში, ბუღალტერის მიერ ფულის მოპარვის ფაქტი ვერ აღმოაჩინა და სამსახურიდან გაუშვეს.

როგორც ცნობილია, გორის მუნიციპალიტეტის მერიაში ახლა რეორგანიზაცია მიმდინარეობს,  ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა ამი შესახებ ოფიციალური ბრძანება რამდენიმე დღის წინ გამოსცა.

,,გორის მუნიციპალიტეტის განვითარებისათვის, მოქალაქაზე და მის საჭიროებებზე ორიენტირებული ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებისათვის, გორის მუნიციპალიტეტის მერიის ინტერესებიდან გამომდინარე, სისტემური, ეფექტური მმართველობის უზრუნველყოფის მიზნით, მიზანშეწონილია გორის მუნიციპალიტეტის მერიაში დაიწყოს რეორგანიზაცია. - წერია ბრძანებაში. 

ხინჩეგაშვილის უწყებაში მიმდინარე რეორგანიზაცია სამ ეტაპად განხორციელდება. 

 

ასევე შეგიძლიათ იხილოთ