დეზინფორმაციის ის რაოდენობა, რაც მიეწოდებათ ადამიანებს შიდა ქართლში და სხვა რეგიონებში, ჩვენთვის განსაკუთრებით შემაშფოთებელია - კელი დეგნანი
დეზინფორმაციის ის რაოდენობა, რაც მიეწოდებათ ადამიანებს შიდა ქართლში და სხვა რეგიონებში, ჩვენთვის განსაკუთრებით შემაშფოთებელია - ამის შესახებ ამერიკის ელჩმა ,,ტვ მონიტორინგისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა. კელი დეგნანი თვლის, რომ ,,ტვ მონიტორინგისა“ და სხვა პროდასავლური მედიების როლი ამ დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან საზოგადოებამ სწორი ინფორმაცია მიიღოს. იგი შეწუხებულია რეგიონში პრორუსილი მედიის არსებობითაც და თვლის, რომ მათ არ უნდა მიეცეთ მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის უფლება.
,,ეს საკითხი ნამდვილად, ძალიან შემაშფოთებელია. სამწუხაროა ის ფაქტი, რომ არსებობს პრორუსული მედია თქვენს რეგიონში და დეზიონფორმაციის ის რაოდენობა, რაც მიეწოდებათ ადამიანებს შიდა ქართლში და სხვა რეგიონებში ჩვენ განსაკუთრებით გვაწუხებს. ამ შემთხვევაში მე ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი, ,,ტვ მონიტორინგის“ და სხვა მედიასაშუალებების როლი, საზოგადოების სწორად ინფორმირების კუთხით. მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ საზოგადოებას მიაწოდოთ ზუსტი ინფორმაცია, სწორედ ამ დეზინფორმაციაზე, რომელიც ცდილობს მოსახლეობაში ქაოსის შეტანას, ორად გაყოფასა და დაპირისპირებას“ - უთხრა ელჩმა ტვ მონიტორინგს.